ორი რუსული გამანადგურებელი ერთმანეთს დაეჯახა

იაპონიის ზღვის აკვატორიაში ორი რუსული გამანადგურებელი Су-34 ერთმანეთს დაეჯახა. მფრინავებმა კატაპულტირება მოახერხეს. ორი მათგანი ზღვაში იპოვეს. ორის სამძებრო სამუშაოები ამ წუთამდე გრძელდება – “ბიბისი” წერს. მფრინავებს სამაშველო კოსტიუმები აცვიათ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს წყალში 0 გრადუს ტემპერატურაზე 12 საათი იმყოფებოდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავები ცხვირებით დაეჯახნენ ერთმანეთს.

banner
წინა სტატიაშიავტოფარეხზე გაკეთებული ბენკსის ნახატი 100 ათას ფუნტად გაიყიდა
შემდეგი სტატიაჰქონდათ კონკრეტულ აქციონერთან რაღაც შეკითხვები” – ფინანსთა მინისტრმა TBC ბანკის საქმის დეტალები არ იცის