ავსტრიის კანცლერი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტში გაზის ემბარგო არ იქნება

ავსტრიის კანცლერის კარლ ნეჰამერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტში არ შევა ემბარგო ბუნებრივ აირზე.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ, კარლ ნეჰამერმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მეორე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ ნათელი გახდა და დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაზის ემბარგოს თემა არ იქნება. ოლაფ შოლცმაც ნათლად განაცხადა ეს. გაზი ძალიან განსხვავდება ნავთობისგან, როდესაც საქმე მიწოდების უსაფრთხოებას ეხება. რუსული ნავთობის კომპენსაცია ბევრად ადვილია. გაზი სულ სხვა თემაა, ამიტომ გაზის ემბარგო არ იქნება სანქციების შემდეგ პაკეტში“, – განაცხადა ნეჰამერმა.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – ბევრი რამ მიუთითებს, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია ხელის შეშლა და ხელისუფლების ამ გზით დაზიანება, ვიდრე ქვეყნის გამარჯვება
შემდეგი სტატიაგომელაური – მინდა, ყველა პოლიციელს ვუსურვო მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, მეც ვისაუბრე დღეს სიტყვით გამოსვლისას, თუ რამდენს შრომობენ ეს ადამიანები