გომელაური – მინდა, ყველა პოლიციელს ვუსურვო მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, მეც ვისაუბრე დღეს სიტყვით გამოსვლისას, თუ რამდენს შრომობენ ეს ადამიანები

მინდა, ყველა პოლიციელს ვუსურვო მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მეც ვისაუბრე სიტყვით გამოსვლისას, თუ რამდენს შრომობენ ეს ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა და კიდევ ერთხელ მიულოცა უწყების თანამშრომლებს პოლიციელის დღე.

„მივულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს პოლიციელის დღეს. ყველა პოლიციელს მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა, წარმატება და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მეც ვისაუბრე სიტყვით გამოსვლისას, თუ რამდენს მუშაობენ და შრომობენ ეს ადამიანები. ასევე ამას ხაზი გაუსვეს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმაც“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადების შესახებ. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „სამარცხვინოა, როდესაც დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობები ბავშვების თვალწინ“.

„რაც შეეხება კრიტიკას, ეს კრიტიკა არ იყო. რამდენიმე ფაქტზე გააკეთა პრეზიდენტმა აქცენტი. ამას კრიტიკად მე არ ვთვლი. ყველაფერი დარეგულირებულია მაღალ დონეზე. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ევროპული სტანდარტებია გადმოტანილი.

ამასთან, კითხვას იმის შესახებ, „რა კომენტარს გააკეთებს ქვეყანაში კრიმინალის გაზრდასთან დაკავშირებით“, გომელაურმა აღნიშნა:

„ეს ცრუ ბრალდებები უხერხულია და ამასაც ხაზი გავუსვი. ცრუ ბრალდებები სამწუხაროა. თქვენ არაფერ შუაში ხართ, ვინც გავალებთ ამას, ეს არის სამწუხარო“, – განაცხადა გომელაურმა.

წინა სტატიაშიავსტრიის კანცლერი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტში გაზის ემბარგო არ იქნება
შემდეგი სტატიაორ რუს სამხედროს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა