ავსტრიაში ვაქცინაციის სერტიფიკატების მოქმედების ვადა 12 თვიდან 9 თვემდე შემცირდება

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 6 დეკემბრიდან ორჯერადად აცრილ პირებზე გაცემული ვაქცინაციის სერტიფიკატების მოქმედების ვადა 12 თვიდან 9 თვემდე შემცირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ავსტრიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ავსტრიაში ორჯერადად აცრილ პირებზე გაცემული ვაქცინაციის სერტიფიკატების ვადა იკვეცება 12-დან 9 თვემდე. არსებული „ლოკდაუნის“ პირობებში გამკაცრებული იქნება ვაქცინაციის სერტიფიკატების შემოწმების პროცედურაც. სერტიფიკატები ვალიდურად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ ბოლო აცრიდან გასულია არაუმეტეს 9 თვისა.
ამ ეტაპზე ავსტრია აღიარებს იმუნიზაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს, სადაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინებია მოხსენიებული, თუმცა ქვეყანა ასევე აღიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის სხვა პრეპარატებსაც და მათ შესაბამის დოკუმენტაციას.
გთავაზობთ ავსტრიის მიერ აღიარებულ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ჩამონათვალს:
1.„ასტრაზენეკა“
2.„მოდერნა“
3.„პფაიზერ/ბიონტეკი“
4.„ჯონსონი და ჯონსონი“
5.„კოვიშილდი“
6.„სინოვაკი“
7.„სინოფარმი“
ავსტრია ასევე აღიარებს სხვადასხვა ვაქცინის პრეპარატებით ჩატარებულ იმუნიზაციას.
წყარო: https://www.schengenvisainfo.com/news/austria-to-shorten-validity-of-vaccination-certificates-from-12-to-9-months-starting-on-december/

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 4 732 ახალი შემთხვევა გამოვლინდა