ავსტრიაში მკაცრი, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

ავსტრიაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი, საყოველთაო კარანტინი მოქმედებს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ავსტრიის მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, სამსახურში წასასვლელად ან პროდუქტების საყიდლად შეუძლიათ. საყოველთაო „ლოქდაუნამდე“, ქვეყანაში კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული, რომელიც 20:00 საათიდან 06:00-საათამდე მოქმედებდა.

არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზიები დაიკეტა. აფთიაქები და პირველადი საჭიროების მაღაზიები აგრძელებს მუშაობას. რესტორნების და კაფეების მუშაობა შეჩერებულია. მოქმედებს მხოლოდ გატანის და ადგილზე მიტანის სერვისი.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებს, სწავლა დისტანციურად გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიCOVID-19-ის გავრცელების შეკავების მიზნით ევროპასა და რეგიონში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა
შემდეგი სტატიასაბერძნეთში ერთ თვიანი მკაცრი, საყოველთაო კარანტინი მოქმედებს – პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 300 ევრომდე გაიზარდა