ავსტრია რუსეთთან მიმართებაში ამერიკისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ითხოვს

რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირმა ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომელიც ამერიკისგან დამოუკიდებელი იქნება – დღეს ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბარში ავსტრიის კანცლერმა კრისტიან კერნმა განაცხადა.
“ჩვენ საკუთარ თავში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ და გარკვეული საკითხები თვითონ უნდა მოვაგვაროთ” – თქვა კანცლერმა. ავსტრიის მთავრობის ხელმძღვანელმა დაამატა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნები ანტირუსული სანქციების მოხსნის ინიციატივით გამოდიან, მაგრამ მისი თქმით, საკითხვის განხილვაში კავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკამ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს დანიშნეს.

banner
წინა სტატიაშიოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის დაკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაძმები კოენებიდან ერთ-ერთმა ტრამპს სთხოვა ამერიკის ოფიციალური პოეტი გახადოს