ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის დაკითხვა მიმდინარეობს

დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, ოდესაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის დაკითხვა მიმდინარეობს. თეიმურაზ ნიშნიანიძე ეჭვმიტანილის სტატუსით იკითხება. მას ასევე, ბრალად ედება შემოსავლების ლეგალიზება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულებრივი გზებით მიიღო – ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.
სასამართლომდელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ნოემბრამზე, საკონსულოს თანამშრომლებთან ერთად, თეიმურაზ ნიშნიანიძემ უკრაინის საგადასახადო სამსახურს 17 მილიონზე მეტი გრივენის ანაზღაურება მოსთხოვა, Louis Vuitton, Gucci, Dsquared2, Helen-Marlen და სხვა მაღაზიებში შეძენილი ნივთების გამო. სულ, სავარაუდოდ, საუბარია 100 მილიონ გრივენზე (დაახლოებით 12 მილიონი დოლარი) – წერს “112 უკრაინა”. ნიშნიანიძეს უკრაინამ 4 მილიონი გრივენი აუნაზღაურა. აღნიშნული თანხა მის პირად ანგარიშზე გადაირიცხა, რომელიც კიევისა და ოდესის საბანკო ტერმინალებიდან მოიხსნა – უკრაინული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში ვეტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი დასახელდა
შემდეგი სტატიაავსტრია რუსეთთან მიმართებაში ამერიკისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ითხოვს