ავსტრალიელმა მოსამართლემ ხელისუფლებას სთხოვა სპეცბანაკიდან რომელიმე მიგრანტზე გაცვალონ

ავსტრალიელმა მოსამართლემ ხელისუფლებას სთხოვა სპეცბანაკიდან რომელიმე მიგრანტზე გაცვალონ

4ავსტრალიის ყოფილმა მოსამართლემ, ჯიმ მეკენმა მიგრაციის მინისტრს პიტერ დატონს სთხოვა, მიგრანტების ბანაკიდან რომელიმე მათგანზე გაცვალოს – წერს “ბიბისი” ნიუსი.
“მესმის, რომ უჩვეულო თხოვნაა, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელი ვარ” – წერს მეკენი მინისტრს. მისი თქმით, ის დუმილს არ გააგრძელებს მაშინ, როცა მამაკაცები, ქალები და ბავშვები, რომელთაც ვიზა არ ჰქონდათ, ნაურუში და მანუსში საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან.
“სამწუხაროა ის, რომ ისინი ამ საშიშ და ცხოვრებისათვის შეუსაბამო ადგილებში არიან იმიტომ, რომ სხვა მიგრანტებმა არ გაბედონ ავსტრალიაში შესვლა”. მისი თქმით, ბანაკებში მიგრანტებს თავისებურ ცოცხალ ფარად იყენებენ, რაც ამორალურია.
“ჩემი წინადადება – ერთ-ერთი მათგანისთვის იქიდან გამოსვლის საშუალება იქნება. ერთ ადამიანს საშუალება მიეცემა, რომელსაც მანუსში ამყოფებთ, ან ნაურუზე, ავსტრალიის მოქალაქე გახდეს. პატივად მივიღებ, დარჩენილი ცხოვრების პერიოდი მანუსში ან ნაურუზე გავატარო სხვის მაგივრად” – დაწერა მეკენმა.
პრესასთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დიდებას არ ეძებს და სიხარულით მისცემდა ერთ ადამიანს საშუალებას, საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი გახდეს.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახური ლევან ვარშალომიძის მიერ ხელშეკრულების გაფორმების საკითხს აღარ განიხილავს
შემდეგი სტატიატრამპმა გამარჯვების შემთხევვაში უდოკუმენტო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის პირობა დადო