აუდიტის სამსახური ლევან ვარშალომიძის მიერ ხელშეკრულების გაფორმების საკითხს აღარ განიხილავს

აუდიტის სამსახური „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ოფისის ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის მიერ ხელშეკრულების გაფორმების საკითხს აღარ განიხილავს.

როგორც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოიკითხა თავად ლევან ვარშალომიძე და ხელშეკრულებებზე ხელმომწერი სხვა პირები, ასევე მოძიებული იქნა დოკუმენტაცია განხორციელებული ღონისძიების შესახებ.

„ხსენებული შემთხვევა არ განეკუთვნება აუდიტის სამსახურის კომპეტენციას, რადგან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება შეზღუდულია, თუ ნივთის, ან მომსახურების ღირებულება აჭარბებს 100 ლარს, აღნიშნულ შემთხვევაში კი სადავო არის ბინების უსასყიდლოდ გადაცემის დაპირება, რომელიც სცილდება აუდიტის სამსახურის კომპეტენციას. ჩვენ ვასრულებთ საკითხის შესწავლას”, – განაცხადა ლაშა თორდიამ

banner
წინა სტატიაშილევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს სექტემბრის ბოლოს მოეწერება ხელი
შემდეგი სტატიაავსტრალიელმა მოსამართლემ ხელისუფლებას სთხოვა სპეცბანაკიდან რომელიმე მიგრანტზე გაცვალონ