ავსტრალიამ 110 პირს, მათ შორის უკრაინელ სეპარატისტებსა და დუმის დეპუტატებს სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ დამატებითი სანქციები და სამოგზაურო აკრძალვები დააწესა რუსეთის პარლამენტის წევრებისა და უკრაინელი სეპარატისტების მიმართ. სიაში 110 პირია, მათ შორის 34 რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი პირი დონეცკისა და ლუგანსკში.

სანქცირებულთა შორის არის დუმის 76 წევრი, რომლებმაც ხმა მისცეს დონეცკისა და ლუგანსკის “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარებას.

“ამ პირებმა დაარღვიეს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უკრაინის ტერიტორიებზე სამთავრობო უფლებამოსილების დამტკიცებით უკრაინის მთავრობის ნებართვის გარეშე”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავსტრალია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც მუდმივად აწესებს ახალ სანქციებს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ლუგანსკის ოლქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, არიან დაღუპულები და დაშავებულები (ფოტოები)
შემდეგი სტატიაირპენში ​რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაულების გამოძიების პირველი ეტაპი დასრულებულია