ავღანეთში თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. ბაზრობის მახლობლად სამხედრო მანქანასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

დაღუპულთა შორის არიან სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები, დაშავებულია კიდევ 20-მდე ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმა იმ რაიონში მოხდა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალებმა ერთი თვის წინ თალიბებისგან გაწმინდეს.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პილოტი და ეკიპაჟის 2 წევრი დღეს გამოიკითხებიან
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში მომუშავე არც ერთი ქართული ვერტმფრენი გაუმართავი არ ყოფილა