ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პილოტი და ეკიპაჟის 2 წევრი დღეს გამოიკითხებიან

ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პილოტი დ ეკიპაჟის 2 წევრი დღეს გამოიკითხებიან. უცნობია გამოკითხვის ზუსტი საათი.

სამაშველო ვერტმფრენის წყლიდან ამოყვანა 24-საათიანი სამუშაოების შემდეგ მოხერხდა. საფრენი აპარატი ამ დროისთვის ხმელეთზეა და მას გადასატანად ამზადებენ.

ამ წუთებში ვერტმფრენიდან ბენზინისა და სხვა ნივთიერებების ამოღება მიმდინარეობს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ვერტმფრენს ფრთებს, სავარაუდოდ, მოხსნიან, რათა “მი-8” ტრანსპორტით მარტივად გადმოიტანონ თბილისში.

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით ცოცხალი ძალა ადგილზე მაინც რჩება.

banner
წინა სტატიაშიკომპანია RMG – ფიტარეთის მონასტერთან დაკავშირებით საყდრისის კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება
შემდეგი სტატიაავღანეთში თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა