ავღანეთის მთავრობამ ქალის ჩაქოლვის ვიდეოს ავტენტურობა დაადასტურა

ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ვიდეოჩანაწერი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და სადაც ნაჩვენებია ჯაუზჯანის პროვინციაში ქალის ჩაქოლვა, სინამდვილეს შეესაბამება. ქალი თალიბების საველე სასამართლომ გაასამართლა.
ავრანეთის მთავრობის განცხადებით, ჩანაწერი დაახლოებით ორი თვის წინ გაკეთდა.
ვიდეოზე დაახლოებით 200 მამაკაცი ჩანს, რომლებიც ადგილობრივ თალიბს უსმენენ, რომელიც განაჩენს კითხულობს. ბურკაში მჯდარი ბრალდებული კი საკუთარი ქმრის მკვლელობას აღიარებს.
ამის შემდეგ ქალს ზურგიდან ესვრიან და კლავენ.
ოთხი წლის წინ ანალოგიურმა ვიდეოანაწერმა მსოფლიოში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

banner
წინა სტატიაშისომხეთი აზერბაიჯანს ღამის მანძილზე სროლაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაობამამ მედიას მოუწოდა საპრეზიდენტო არჩევნებიდან „რეალითი-შოუს“ ნუ გააკეთებენ