ობამამ მედიას მოუწოდა საპრეზიდენტო არჩევნებიდან „რეალითი-შოუს“ ნუ გააკეთებენ

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მედიას მოუწოდა ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას მთელი სერიოზულობით მოეკიდონ.
„ეს გართობა არ არის, ეს რეალითი-შოუ არ არის“ – განაცხადა ობამამ. მისი თქმით, საუბარია ძალიან სერიოზულ სამუშაოზე.
მან განმარტა, ის, რომ ბიზნესმენი დონალდ ტრამპი, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან ერთადერთი კანდიდატია, მედიის დამსახურებით მოხდა, რომელიც მისდამი მხოლოდ ფრაზეოლოგიურ დამოკიდებულებას იჩენს და სერიოზულად არ აშუქებს მილიარდელის კამპანიას.
ობამას თქმით, ამერიკელ ხალხს სწორად შეუძლია განსაზღვროს მოვლენები, მაგრამ ამისათვის აუცილებელია სწორი ინფორმაციის მიწოდება.
დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზე საუბრისას, ობამამ განაცხადა, რომ პროცესი თავისთავად უნდა განვითარდეს. მან უარი განაცხადა ბერნი სანდერსს კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდოს. „ვფიქრობ, ყველამ იცის, რა არის მათემატიკა“ – დაამატა მან. ჰილარი კლინტონი სანდერსს დიდი სხვაობით იტოვებს უკან.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან, დონალდ ტრამპი ყველაზე რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, რომელიც მაშინათვე ექცევა პრესის ყურადღების ქვეშ.
დღეის მონაცემებით, ბევრმა ცნობილმა და გავლენიანმა რესპუბლიკელმა უარი განაცხადა ტრამპის მხარდაჭერაზე.

banner
წინა სტატიაშიავღანეთის მთავრობამ ქალის ჩაქოლვის ვიდეოს ავტენტურობა დაადასტურა
შემდეგი სტატიაგაერო: ერაყის რაიონებში, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ იყო, მასობრივ სასაფლაოებს ნახულობენ