ავარიული დაშვება კანადაში-“თურქიშ ეარლაინსის” თვითმფრინავს სამართალდამცველები ამოწმებენ

ავარიული დაშვება კანადაში-

ავარიული დაშვება კანადაში-"თურქიშ ეარლაინსის" თვითმფრინავს სამართალდამცველები ამოწმებენთურქული კომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი Airbus A330 ჰალიფაქსის აეროპორტში აფეთქების საშიშროების გამო ექსტრემალურად დაჯდა.ლაინერი სტამბოლში ნიუ იორკიდან მოფრინავდა.ეარბას 330, რომლის ბორტზეც 256 ადამიანი იმყოფება, რეისს ნიუ–იორკიდან ანკარის მიმართულებით ასრულებდა. ბომბის არსებობის შესახებ გავრცელებული ცნობის გამო ლაინერი კანადის მიმართულებით გააბრუნეს და ჰალიფაქსის საერთაშორისო აეროპორტში დასვეს. განხორციელდა მგზავრთა ევაკუაციაც. მომხდარის დამატებითი დეტალები უცნობია. ცნობილია, რომ თვითმფრინავს ამ დროისთვის სამართალდამცველები ამოწმებენ. დაფრენისას არავინ დაშავებულა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Air France-ის Boeing 777-200-მა, რომელიც პარიზიდან სან ფრანცისკოში მიფრინავდა, ლა მანშის თავზე უცნაური მანევრი განახორციელა, სანამ აეროპორტში დაბრუნდებოდა. ისე რომ ექსტრემალური სიტუაციის შესახებ არ უცნობებია, პილოტმა შარლ დეგოლის აეროპორტში თვითმფრინავი აფრენიდან 30 წუთში დასვა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიატერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებულია დავით ბორჩაშვილი