ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებულია დავით ბორჩაშვილი

ბიძინა ივანიშვილის ძმის,ადიკო ივანიშვილის ფავორიტი დააკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დავით ბორჩაშვილი დააკავა. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი-2”- ავრცელებს. სუს-ში აცხადებენ,რომ ბორჩაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენრტის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტეორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იგი გვიან ღამით თურქეთიდან ჩამოიყვანეს, თუმცა ბორჩაშვილი ამ დროისთვის ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ბრალდებებს, როგორც ბორჩაშვილის დედა და მამიდა განმარტავენ ის თურქეთში იმყოფებოდა და არანაირი კავშირი არ ჰქონია სირიასთან.

 

აღსანიშნავია, რომ  გუშინ, პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც  ადგილობრივებმა 29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენა მოითხოვეს.

ბორჩაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნებისას კი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და უკან გააბრუნეს. ოჯახის ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილი მძიმე ავადმყოფია და საქართველოში სამკურნალოდ ბრუნდებოდა.

banner
წინა სტატიაშიავარიული დაშვება კანადაში-“თურქიშ ეარლაინსის” თვითმფრინავს სამართალდამცველები ამოწმებენ
შემდეგი სტატიარამაზ საყვარელიძე: “ის რომ მოსახლეობა იცნობს პაატა ბურჭულაძეს როგორც ბრწყინვალე მომღერალს არ ნიშნავს რომ მის პარტიას მხარს დაუჭერენ.“