ათენში დააკავეს მღვდელი, რომელმაც 7 ეპისკოპოსს მჟავა გადაასხა

ათენში დააკავეს მღვდელი, რომელმაც მართლმდადიდებელი ეკლესიის შვიდ ეპისკოპოსს მჟავა შეასხა.

BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 36 წლის მღვდლის მიმართ დისციპლინარული ზომების გატარებაზე მსჯელობდნენ.

სამი მღვდელი კლინიკაში მკურნალობს, მათ დამწვრობა ძირითადად სახეზე აქვთ მიღებული. ასევე დამწვარია, პოლიციელი, რომელიც ადგილზე მღვდლების დასახმარებლად მივიდა, BBC-ის ინფორმაციით, ისიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ეჭვმიტანელი, რომლის განკვეთაზეც მღვდლები მსჯელობდნენ, ნარკოტიკების გაყიდვაშია ბრალდებული.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – იმედი მაქვს, საქართველო და უკრაინა შეძლებენ რუსულ აგრესიასთან გამკლავებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა