იოსელიანი – იმედი მაქვს, საქართველო და უკრაინა შეძლებენ რუსულ აგრესიასთან გამკლავებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან იოსელიანი, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალსა და უკრაინის რადას თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსის შესახებ ისაუბრა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, განვლილ პოლიტიკურ კრიზისზე, მიმდინარე საარჩევნო რეფორმასა და ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე პარლამენტში, ასევე შარლ მიშელის შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე.

„კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქართველი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული უკრაინელი ხალხის მიმართ. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო და უკრაინა შეძლებენ რუსულ აგრესიასთან გამკლავებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიუახლოეს დღეებში დაიგეგმება ჩემი ვიზიტი – ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე
შემდეგი სტატიაათენში დააკავეს მღვდელი, რომელმაც 7 ეპისკოპოსს მჟავა გადაასხა