ათასობით ამერიკელი გორილას მკვლელობის გამო ბავშვის მშობლების დასჯას ითხოვს

1114 ათასზე მეტმა ამერიკელმა ხელი მოაწერა პეტიციას, სადაც ისინი მოითხოვენ დაისაჯონ ბავშვის მშობლები, რომელიც ვოლიერში ჩავარდა და რომლის შემდეგაც ზოოპარკის ადმინისტრაციამ გორილა მოკლა – შემთხვევა ორი დღის წინ აშშ-ში, ცინცინატის ზოოპარკში მოხდა.

“ჩვენ, ხელმომწერები მოვითხოვთ, რომ ბავშვის მშობლები პასუხსმგებლობაში მიეცნენ გულგრილობისათვის, რომელმაც ხარამბას (გორილას სახელ-რედ) გამოიწვია. მოვითხოვთ, შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ ბავშვის ოჯახის მდგომარეობა, რომ ის და მისი ძმები დაცული იყვნენ მშობლების მომავალი გულგრილობისგან, რომელმაც შესაძლებელია სხეულის მძიმე დაზიანება ან სიკვდილი გამოიწვიოს” – ნათქვამია პეტიციაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ცინცინატის ზოოპარკის (ოჰაიოს შტატი) თანამშრომლებმა გორილა მოკლეს, რომელიც ვოლიერში შემთხვევით ჩავარდნილ 3 წლის ბავშვს 10 წუთის მანძილზე ათრევდა.
ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთზე არ ემუქრება.

https://youtu.be/ZS-FzneowNg

banner
წინა სტატიაშიორი უკრაინელი პატიმარი რუსეთში პუტინს შეწყალებას სთხოვს
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა