ორი უკრაინელი პატიმარი რუსეთში პუტინს შეწყალებას სთხოვს

უკრაინელები გენადი აფანასიევი და იური სოლოშენკო, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებულები, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეწყალების წერილით მიმართავენ – მათი ადვოკატი ალექსანდრ პოპკოვი ავრცელებს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რუსეთის წარმომადგენლები მუდმივად სთავაზობდნენ შეწყალების შესახებ წერილის დაწერას, რაც მან გააკეთა კიდეც. მან შეწყალება ითხოვა ბრალის აღიარების გარეშე”- რუსეული მედია ადვოკატის სიტყვებს ციტირებს.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სოლოშენკოს და აფანასევის დაბრუნების შესახებ შეთანხმებას მიაღწია, ამასთანავე, დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, პუტინის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელს დიმიტრი პესკოვს ინფორმაცია არ დაუდასტურებია: “მე არ ვფლობ ინფორმაციას, რომლელიც ამას დაადასტურებს” – თქვა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს” – გიორგი გოცირიძე
შემდეგი სტატიაათასობით ამერიკელი გორილას მკვლელობის გამო ბავშვის მშობლების დასჯას ითხოვს