ატენის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 8 ჰა-მდე ფართობი.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი

მონიტორინგის მიზნით ხანძრის ადგილზე რამდენიმე სახანძრ-სამაშველო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება

ადგილზე არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების და განადგურების ფაქტზე, 188-ე მულის მეორე ნაწილით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა აღიარა, რომ გუშინ სირიის იდლიბს ბომბავდა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია- სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას,საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სახიფათო