რუსეთმა აღიარა, რომ გუშინ სირიის იდლიბს ბომბავდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 4 სექტემბერს სირიის პროვინცია იდლიბს ბომბავდა. უწყების ინფორმაციით,ოთხმა თვითმფრინავმა, რომლებიც ხმეიმის ავიაბაზიდან აფრინდნენ “ჯებხატ ან-ნუსრას” ბოევიკებს ავიაბომბები დაუშინეს -აღსანიშნავია ,რომ დაჯგუფება რუსეთს ტერორისტების სიაში ყავს.

ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, ავიადარტყმები იმ არადასახლებულ პუნქტებში განხორციელდა, სადაც საფრენ აპარატებს ბოევიკები ინახავდნენ.

ლონდონში არსებულმა სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრმა “ფრანს პრესს” დაღუპულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია ,რომ დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.

მომხდარს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა და ირანმა იდლიბი არ უნდა დაბომბონ.

BBC-ის ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭო სირიის პრობლემებთან დაკავშირებით 6 სექტემბრიდან მსჯელობას დაიწყებს. სხვადასხვა საკითხებს შორის განხილული იქნება ასადის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების საშიშროება

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ყირიმში ვიზიტის გამო გერმანელ დეპუტატზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
შემდეგი სტატიაატენის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია