ეკა ბესელია- სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას,საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სახიფათო

ამ საქმემ დამარწმუნა, რომ როცა საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სახიფათო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიამ უნდა გააკონტროლოს თავისი საქმიანობა და მართლმსაჯულებაში არ უნდა ჩაერიოს.

„ამ საქმემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ როცა საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სახიფათო და რთული გადაწყვეტილება, რადგან შეიძლება გადააბიჯო იმ ზღვარს, რომლითაც მოხდება ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში. ეს მოხდა ამ კომისიის მიერ და არ მინდა დამკვიდრების პრაქტიკა. არ მინდა, რომ ასეთი ისტორია დარჩეს. შემდეგში, როცა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება, არ მინდა ასეთი კვალი იყოს დატოვებული. ძალიან გასაფრთხილებელია, რომ როცა სისხლის სამართლის მიმდინარე საქმეზე მიდის მუშაობა, კომისია მანდატს არ უნდა გაცდეს და მართლმსაჯულებაში არ უნდა ჩაერიოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა, სწორი იყო თუ არა ხორავას საქმეზე კომისიის შექმნა, თუ არა, რაზეც ბესელიამ უპასუხა, რომ „ეს იყო სწორი გადაწყვეტილება“.

banner
წინა სტატიაშიატენის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიათბილისში ხორცპროდუქტების მაღაზია “ბიუ-ბიუ” მეორედ დააყაჩაღეს