„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება

დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, რეგისტრაცია 20:00 საათიდან გაიხსნება.

მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ ვებპორტალზე. მეორე დოზით აცრა 10 მაისიდან ჩატარდება. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა.

6 მაისს ქვეყანა ელოდება 43 ათასზე მეტ დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომლის მიღებაში საქართველოს „იუნისეფი“ ეხმარება. ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.

banner
წინა სტატიაშივაქცინაციის პროცესში დღეიდან მთავრობის წარმომადგენლები ერთვებიან
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა