ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

აცრა გომელაურმა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) ჩაიტარა.

„აცრა გავიკეთე „სინოფარმის“ ვაქცინით. ეს ნაბიჯი გადავდგი იქიდან გამომდინარე, რომ მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ეს „სინოფარმის“ თუ სხვა სახის ვაქცინა. სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ვისაც ექიმების რეკომენდაცია ექნება“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაში„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება
შემდეგი სტატიაგომელაური გარეჯში თავდასხმაზე – გამოძიებას შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი