ასტანა ოფიციალურად ნურ-სულტანი გახდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა კანონს კონსტიტუციაში შესწორების შეტანის შესახებ, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის ასტანასთვის სახელის გადარქმევას და ნურ-სულტანის დარქმევას ეხება – 23 მარტს ქვეყნის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
ქვეყნის ახალი ხელმძღვანელი ასტანასთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით ნურსულტან ნაზარბაევის პოსტიდან წასვლის მეორე დღეს გამოვიდა.

ყაზახეთში 2020 წლის არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად კასიმ-ჟომატ ტოკაევი დაინიშნა, რომელმაც ფიცის მიღების შემდეგ საკუთარ მოსახლეობას დედაქალაქისთვის სახელის გადარქმევა შესთავაზა. მოგვიანებით, იმავე დღეს, ექს-პრეზიდენტ ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი ყაზახეთის პარლამენტის უმაღლესი პალატის სპიკერად ერთხმად აიჩიეს. ის ადრე საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა სენატში. რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, სენატის სპიკერი ქვეყანაში მეორე პირია პრეზიდენტის შემდეგ.

ტოკაევმა მას შემდეგ, რაც ფიცი დადო, რომ კონსტიტუციას მკაცრად დაიცავს, განაცხადა: “ჩვენი უდიდესი თანამედროვის, ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სახელი უკვდავსაყოფია ამდაგვარად: ჩვენი დედაქალაქი ჩვენი პრეზიდენტის სახელს უნდა ატარებდეს და ერქვას ნურსულტანი”.

სახელის გადასარქმევად აუცილებელი იყო კონსტიტუციური ცვლილება, რაც სწრაფად მოგვარდა. პრეზიდენტმა წინადადება პარლამენტს გადაუგზავნა განსახილველად, საკონსტიტუციო საბჭომ ის დაამტკიცა, ქვედა და ზედა პალატის დეპუტატებმა კი ის პირველივე მოსმენით მიიღეს.
დოკუმენტი ძალაში დღეიდან შედის.

უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ინიციატივის მოწონააღმდეგეები ინტენსიურად აპროტესტებდნენ ასტანასთვის სახელის გადარქმევას. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოენით 10 პროტესტანტი დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნების ოფისში ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაპუტინი და ერდოღანი მოსკოვში ახალ შეხვედრას გეგმავენ