ქართული ოცნების ოფისში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, რუსთაველი გამზირზე “ქართული ოცნების” ოფისში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ინფორმაცია ამის შესახებ “თაიმერს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მიაწოდა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია მაგიდა და 3 კვ. მ. ფართობის კედელი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი ოფისს დაახლოებით 22:30-ისთვის გაუჩნდა.

banner
წინა სტატიაშისირიის ოპოზიციის თქმით, “ისლამური სახელმწიფო” დამარცხებულია
შემდეგი სტატიაასტანა ოფიციალურად ნურ-სულტანი გახდა