აშშ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ არ უბიძგებს – კირბი

„აშშ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ არ უბიძგებს, მაშინაც კი, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია ამას მართებულად მიიჩნევს“, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ახლა დროა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ჩვენ ამით ვართ დაკავებულნი“, – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.

ჯონ კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და რუსეთთან მოლაპარაკებების გზით დარეგულირების ძიება ყოველთვის იქნება ვოლოდიმირ ზელენსკის პრეროგატივა.

„პრეზიდენტი ზელენსკი თავად განსაზღვრავს, როგორ გადაწყდება გამარჯვების საკითხი, როდის და რა პირობებში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ბრძოლის ველზე მიაღწიოს წარმატებას, მოლაპარაკების მაგიდაზეც მიაღწიოს წარმატებას. მაგრამ პრეზიდენტი ზელენსკიც კი გეტყვით, რომ ახლა ასეთი დისკუსიების დრო არ არის“, – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი.

banner
წინა სტატიაშიიაპონიამ რუსეთსა და ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის თანამდებობაზე სხვადასხვა მანქანებით გამძვრალმა ნინო ლომჯარიამ არც საკუთარი მოვალეობები იცის და არც კონსტიტუცია – გია გაბრიჭიძე