იაპონიამ რუსეთსა და ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესა

იაპონიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ინდივიდუალური და საექსპორტო სანქციები გააფართოვა, – ინფორმაციას რუსული მედია იაპონიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, საექსპორტო სანქციები დაუწესდა 90 ორგანიზაციას. ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება 57 რუსი ფიზიკური პირისა და ექვსი ორგანიზაციის აქტივების გაყინვის შესახებ.

„შავ სიაში“, სხვა პირებთან ერთად, შედიან რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი გრიგორენკო, ხერსონის ოლქის ე.წ. „სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე“ კირილ სტრემუსოვი და ოლიგარქ ალექსეი მორდაშოვის ოჯახი. ასევე „შავ სიაშია“ 45 რუსი სამხედრო მოსამსახურე.

იაპონიას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციების რამდენიმე პაკეტი აქვს დაწესებული, რომელთა სამიზნეს წარმოადგენს 800-ზე მეტი ადამიანი რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, ასევე 200-ზე მეტი რუსული და ბელარუსული კომპანია და ორგანიზაცია. რუსეთში ექსპორტისთვის აკრძალული საქონლისა და ტექნიკის სია კი 300-ზე მეტ პროდუქტს მოიცავს.

banner
წინა სტატიაშისლავიანსკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი მასშტაბურად იბომბება
შემდეგი სტატიააშშ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ არ უბიძგებს – კირბი