აშშ-ში ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ მოთხოვნები ძლიერდება

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსმა არ გამორიცხა, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება – 30 მაისს სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას თქვა, რომელმაც რუსეთის ამერიკულ არჩევნებში ჩარევის გამოძიება დახურულად გამოაცხადა. პელოსის თქმით, დღეს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვედა პალატის თითქმის 15% უჭერს მხარს – “დოიჩე ველე” წერს.

სპეცპროკურორმა მიულერმა, რომელიც ტრამპის კომპანიისა და რუსეთის კავშირებსა და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებდა, 29 მაისს განაცხადა, რომ თავის ოფისს ხურავს – Washington Post-მა გაავრცელა.
ოთხშაბათს მიულერი პირველად გამოვიდა თავისი გამოძიების შესახებ კომენტარებით – გამოძიება ორი წელი გრძელდებოდა. მან თქვა, რომ საზოგადოების წინაშე გამოდის, რადგანაც გამოძიება დასრულებულია, მისი ოფისი ფორმალურად იხურება, თავად კი, იუსტიციის სამინისტროს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რომ “პირად ცხოვრებას დაუბრუნდეს”.
მან, ასევე, ახსნა, თუ რატომ არ წაუყენეს ბრალი დონალდ ტრამპს. მისი თქმით, ამის საშუალებას ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს წესები არ იძლევა, რომ კონსტიტუცია “სხვა პროცესს ითხოვს, ვიდრე სისხლის სამართლის კანონი მაშინ, როცა საუბარია ქვეყნის პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებაზე”. გარდა ამისა, მან, ასევე თქვა, რომ მისმა უწყებამ “არასაკმარისი მტკიცებულებები მოიპოვა” იმისთვის, რომ ტრამპისა და რუსეთის შეთქმულება დაემტკიცებინა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზმა ფეხბურთელებმა მთიან ყარაბაღში ფეხბურთი ითამაშეს
შემდეგი სტატიაგუშინ უკრაინაში გიორგი სამუშია დააკავეს