გუშინ უკრაინაში გიორგი სამუშია დააკავეს

გუშინ უკრაინაში შს სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გიორგი სამუშია დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა. გამოძიების ცნობით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე გიორგი სამუშიასთან ერთად ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.

მასზე ინტერპოლის მეშვეობით წითელი ცირკულარით ძებნა იყო გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ მოთხოვნები ძლიერდება
შემდეგი სტატიაქართული ფილმის ჩვენება ლისაბონში