აშშ-ში ქალმა პასტორმა 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობა აღიარა

ქალმა პასტორმა ტიფანი ირვინმა და საქმის სამმა ფიგურანტმა ორმოცდაათიანელების პროტესტანტული ეკლესიიდან, გამოძიებასთან ითანამშრომლეს და მრევლის წევრის მკვლელობა აღიარეს – TWC News-ი ავრცელებს.
ტიფანი ირვინმა ბრალი პირველი ხარისხის თავდასხმასა და მეორე ხარისხის მკვლელობაში აღიარა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დანარჩენ ორს სასამართლომ 5-5 წლით ციხე მიუსაჯა და ერთს – 8 წლით.
სულ დანაშაულში, რომელიც 2015 წლის 11 ოქტომბერს მოხდა, 9 ადამიანი იყო ბრალდებული, მათ შორის, მსხვერპლის დედა, მამა და და. ადრე აღიარებითი ჩვენება ხუთმა ეჭვმიტანილმა მისცა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ლუკასს და მისი 17 წლის ძმას, კრისტოფს ეკლესიაში 9 საათზე მეტი ცემდნენ – ისინი, ვინც ამას აკეთებდა, ამდაგვარად ახალგაზრდებისგან აღსარების ჩაბარებას ითხოვდნენ. შედეგად ლუკასი გარდაიცვალა, კრისტოფი კი, მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მოხვდა.
გამოძიების მასალებით, პასტორი თვითონ არ მონაწილეობდა ცემაში, მაგრამ ამ ყველაფერს აკვირდებოდა.
აღნიშნული საქმის განხილვა ქალაქ იუტიკში მოხდა. შემთხვევამ დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ აშშ-ში.
დანარჩენი 5 ფიგურანტის განაჩენს სასამართლო დეკემბერში გამოიტანს

banner
წინა სტატიაში“მარნეულში საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზების გადაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა”
შემდეგი სტატიაISFEDI : ,,კენჭისყრა ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს “