“მარნეულში საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზების გადაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა”

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციას, რომ მარნეულში პოლიციას საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს სიცრუეს უწოდებს.

“მარნეულში, საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზების გადაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. რასაც დილიდან საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის განსაკუთრებული აქტივობაც ადასტურებს.რაც შეეხება ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს, ისინი მხოლოდ მოძრაობას და მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას არეგულირებენ”- აღნიშნავენ შს სამინისტროში.

”ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის ინფორმაციით, პოლიცია ამომრჩევლებს ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ავტომანქანით მისვლის საშუალებას არ აძლევს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში საშვილოსნოს გადანერგვის პირველი ოპერაცია წარმატებით დასრულდა
შემდეგი სტატიააშშ-ში ქალმა პასტორმა 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობა აღიარა