აშშ-ს თავდაცვის მინისტრი თებერვალში გადადგება

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გენერალი ჯიმ მეტისი თავის პოსტს თებერვლის ბოლოს დატოვებს – დონალდ ტრამპმა გუშინ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა. “ჯიმის მუსაობის პერიოდში უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ, განსაკუთრებით ახალი შეიარაღების შესწყიდვებში… გენერალმა მეტისმა დიდი როლი ითამაშა ჩვენს მოკავშირეებთან და სხვა ქვეყნებთან მუშაობაში” – ტრამპმა დაწერა. მან დაამატა, რომ მალე დაასახელებს პენტაგონის ახალ ხელმძღვანელს და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მეტისს სამსახურისთვის – “ამერიკის ხმა” წერს.

მეტისის გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა. მის შესაძლო წასვლაზე უკვე ოთხშაბათს დაიწყეს საუბარი, როცა ტრამპმა სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის თაობაზე თქვა. პრეზიდენტმა ეს განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელების მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად გააკეთა.
ტრამპის განცხადებისთანავე მეტისმა წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება დაწერა. წერილში მან იმედი გამოთქვა, რომ პოსტზე ისეთი ადამიანი დაინიშნება, რომელიც პრეზიდენტის ხედვებს იზიარებს.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველოს” მხარდამჭერზე განხორციელებული ზეწოლა, რომელიც ერთი წელია, გამოუძიებელია – ბოკერია შს მინისტრს მიმართავს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – მხარს დავუჭერთ ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიების ვადის გახანგრძლივებას