რომან გოცირიძე – მხარს დავუჭერთ ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიების ვადის გახანგრძლივებას

რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ გამსახურდიას საქმეზე გამოძიების ვადის გახანგრძლივებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვას, რომ გახანგრძლივდეს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ვადა.

გოცირიძის თქმით, პარლამენტში ერთხელ უკვე იყო შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, მაგრამ მას მერე არაფერი გაკეთებულა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას მხარს დავუჭერთ. პარლამენტში ერთხელ უკვე იყო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც მნიშვნელოვანი პასუხი დადო, მაგრამ ამის შემდეგ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წინ და თუ მსგავსი კანონი შემოვა პარლამენტში, ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ,”- აღნიშნა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს თავდაცვის მინისტრი თებერვალში გადადგება
შემდეგი სტატიაშესაძლებელია სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა გავზარდოთ 5 წლით, რითიც შესაძლებელი იქნება, რომ გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არ შეწყდეს