აშშ-ს საჰაერო სამხედრო ძალებმა უკანასკნელი 12 წლის გამოძიების ყველა მასალა დაკარგეს

აშშ-ს საჰაერო სამხედრო ძალებმა უკანასკნელი 12 წლის გამოძიების ყველა მასალა დაკარგეს

2 (1)კომპიუტერული ხარვეზის გამო, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმა უკანასკნელი 12 წლის მანძილზე მიმდინარე ყველა შიდა გამოძიების მასალები დაკარგეს – Defense One-ი წერს.
სამხედროების ცნობით, საჰაერო სამხედრო ძალების პროკურატურის კომიუტერებიდან საკანონმდებლო ორგანებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გაქრა 2004 წლიდან მოყოლებული, მათ შორის, წვრილმან დავებზე და მსხვილ საქმეებზე, შესაძლო თაღლითობებზე, სხვადასხვა სახის საჩივრები და შიდა გამოძიების შედეგები.
კომპანია Lockheed Martin-ში, რომელიც საბაზო მონაცემებს მართავს, მომხდარს ვერ ხსნიან. Defense One-ის ინფორმაციით, Lockheed Martin-ი ორი კვირის მანძილზე დამოუკიდებლად ცდილობდა ბაზის აღდგენას, შემდეგ კი სამხედრო საჰაერო ძალებს მიმართა.
ძალოვანებმა, თავის მხრივ, პენტაგონს სთხოვეს დახმარება. “ჩვენ საჭირო ძიებას ვანხორციელებთ და აუცილებლად გავარკვევთ შესაძლო მიზეზებს” – განაცხადა აშშ-ს სამზედრო საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ენ სტეფანეკმა, Defense One-ი წერს.

banner
წინა სტატიაშიდღეს “დისნეი ლენდში” დაკარგული ბავშვის გამო 4 ალიგატორი მოკლეს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი:დღეს ენგურის ხიდი დაიკეტა