ორწლინახევრის ბავშვის ძებნის ოპერაციის მიმდინარეობისას, რომელიც ნიანგმა გაიტაცა “დისნეილენდში”, ოთხი ალიგატორი მოკლეს – The Mirror-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რეპტილიების გვამი, რომელიც დაახლეობით 2 მეტრია, გაჭრეს და შეისწავლეს, თუმცა, ბავშვის ნარჩენები მასში არ ყოფილა. ძებნა 10 საათზე მეტია გრძელდება.
14 ივნისს, ორლანდოში, Walt Disney World-ის ტერიტორიაზე, ალიგატორმა ბავშვი ხელოვნურ ტბაში გაიტაცა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 21.30 საათზე მოხდა.
ბავშვის მშობლები, დედაც და მამაც შეეცადნენ შვილის გადარჩენა, მაგრამ წარუმატებლად.