აშშ-ს საელჩო – აშშ საქართველოს COVID 19-ის ვაქცინას გაუზიარებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.

საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.

მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს”,- წერია საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
შემდეგი სტატიახვიჩია – რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა პოლიციას არ გავეჩერებინე, თუ არაფერს ვარღვევდი