შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ „ჟან მონეს დიალოგს“ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უხელმძღვანელებს.

ინფორმაცია თავად ევროდეპუტატმა დაადასტურა.

როგორც ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, იგი ევროპარლამენტის ინიციატივით ჩაუდგება სათავეში სამუშაო ჯგუფს, რომელიც ქართველ დეპუტატებთან ერთად შარლ მიშელის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებაში გაწერილი მიზნების მისაღწევად იმუშავებს.

„ჟან მონეს დიალოგის“ დაწყება ივნისში იგეგმება. ამასთან ევროდეპუტატი იმედოვნებს, რომ უკვე ივლისში საქართველოში ჩამოვა და ევროპარლამენტის სახელის მოლაპარაკებებს გამართავს.

„ჟან მონეს დიალოგი“ ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის შემუშავებული ინსტრუმენტია, რომელიც საპარლამენტო მედიაციასა და დიალოგს აერთიანებს.

აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს პოლიტიკური ლიდერების დიალოგს, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ევროპარლამენტმა „ჟან მონეს დიალოგის“ მეთოდი პირველად 2016 წელს, უკრაინის რადასთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენა.

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიხვიჩია ფრაქციის შექმნაზე – ჩვენ განსხვავებული სამი კაცი ვართ, ვერავის ვერგებით
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო – აშშ საქართველოს COVID 19-ის ვაქცინას გაუზიარებს