ხვიჩია – რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა პოლიციას არ გავეჩერებინე, თუ არაფერს ვარღვევდი

რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა პოლიციას არ გავეჩერებინე, თუ არაფერს ვარღვევდი – ვერ მოვიშორეთ „გაიშნიკური“ სტრატეგია, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც “მოქალაქეების” კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც ნასვამ მძღოლებზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, „მოქალაქეების“ ამ კანონპროექტს არ ეთანხმება, რადგან პოლიციას მძღოლის გაჩერების უფლება არ უნდა ჰქონდეს, თუ ის არაფერს არღვევს.

„ჩვენ სინამდვილეში იმ მიმართულებით კი არ ვართ წასასვლელი, რომ ადამიანის სხეულში რაღაცის ძებნა დავიწყოთ, არამედ იმ მიმართულებით, რომ ქართული პოლიცია გადავიდეს იმ რეჟიმზე, რომ რეაგირებდეს დარღვევაზე და ამის გარეშე არ ხდებოდეს ადამიანების გაჩერება ქუჩაში, ვერ მოვიშორეთ ეს „გაიშნიკური“ სტრატეგია, რომ მანქანით მიდიხარ და ვიღაცამ უნდა გაგაჩეროს იმის მიუხედავად, არღვევ თუ არა,”- განაცხადა ხვიჩიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო – აშშ საქართველოს COVID 19-ის ვაქცინას გაუზიარებს
შემდეგი სტატიამაღლაფერიძე – ექვსმა არასრულწლოვანმა, რომლებმაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვეს, პანსიონიდან უკვე გამოიყვანეს