აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, აშშ-ში ფასების ზრდის მიზეზად ორ ფაქტორს, კორონა ვირუსსა და ვლადიმირ პუტინს ასახელებს

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ში ფასების ზრდის მიზეზად ორ ფაქტორს, კორონავირუსსა და ვლადიმირ პუტინს ასახელებს. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

“ვიცი, რომ ოჯახებს გაზრდილი ფასები კვლავ ტანჯავს. მე გავიზარდე ოჯახში, რომელშიც თუ გაზის ფასი გაიზრდებოდა, ჩვენ ამას ვგრძნობდით. მოდი აბსოლუტურად ცხადად ვთქვათ, რატომ გაიზარდა ფასები ახლა: COVID-ი და ვლადიმირ პუტინი”. – წერს ჯო ბაიდენი.

ბაიდენის თქმით, უკრაინაში დაწყებული ომის გამო საწვავისა და საკვების ფასმა აიწია.

“პუტინის უკრაინაში შეჭრამ მთელ მსოფლიოში გაზარდა გაზისა და საკვების ფასი. ეს ვიხილეთ ინფლაციის ბოლო მონაცემებში. გასულ თვეში, ინფლაციის ზრდის დაახლოებით 70% პუტინის ფასების ზრდის შედეგი იყო, გაზისა და სხვა ენერგეტიკული რესურსების ფასებზე გავლენის გამო” – წერს აშშ-ს პრეზიდენტი.

როგორც ჯო ბაიდენი წერს, ის ფასების დაწევისთვის ყველაფერს ცდილობს.

banner
წინა სტატიაშისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიამაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა ჩემი შვილის გადაცემაზე – გიული ალასანია