მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა ჩემი შვილის გადაცემაზე – გიული ალასანია

“მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა, მაგრამ არავითარი რეაგირება მას არ მოჰყოლია” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც ექიმებნა დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს.

გიული ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, უკრაინამ საქართველოს არაერთხელ მიმართა უკრაინამ თხოვნით, რათა უკრაინაში დაებრუნებინა, რადგან დღეს ის, მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა.

“მე პირადად, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, ვიყავი პოლონეთში ჩასული, მივმართე უკრაინას. უკრაინამ, გამოგზავნა აქ ოფიციალური თხოვნა, რომ დაგვიბრუნეს ჩვენი მოქალაქე, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩემი შვილი ფაქტობრივად განდევნეს აქედან. ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა და და იძულებული გახდა, გამხდარიყო უკრაინის მოქალაქე. დღეს ის უკრაინის მოქალაქეა მხოლოდ. უკრაინა ითხოვს, დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო, არ ვიცი ახლა ამას რა მოჰყვება, დიდი დრო არ არის გასული ოფიციალური დოკუმენტის გამოგზავნიდან, მაგრამ არაოფიციალური მიმართვა იყო არაერთხელ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა, მაგრამ არავითარი რეაგირება მას არ მოჰყოლია აქეთა მხრიდან…ასე გრძელდება ყოველ დღე”, – ამბობს გიული ალასანია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს პრეზიდენტის თქმით, აშშ-ში ფასების ზრდის მიზეზად ორ ფაქტორს, კორონა ვირუსსა და ვლადიმირ პუტინს ასახელებს
შემდეგი სტატიადონბასისთვის ბრძოლაში რუსეთს ოთხი მიზანი აქვს