აშშ-ს ელჩი რუსეთში ვაშინგტონში კონსულტაციისთვის მიფრინავს

რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს ელჩი ჯონ სალივანი მიმდინარე კვირას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე ვაშინგტონში კონსულტაციისთვის გაფრინდება – შესაბამისი განცხადება საელჩომ გამოაქვეყნა. “ვთვლი, მნიშვნელოვანია კოლეგებს ბაიდენის ადმინისტრაციიდან პირდაპირ დაველაპარაკო აშშ-სა და რუსეთის ორმხრივ ურთიერთობზე” – წერს ელჩი. “გარდა ამისა, ჩემი ოჯახი წელიწადზე მეტია არ მინახავს და ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ჩემთვის, რომ სახლში დავბრუნდე და ოჯახი მოვინახულო. უახლოეს კვირას დავბრუნდები მოსკოვში, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრამდე” – ნათქვამია განცხადებაში.

რუსული გამოცემა “კომერსანტი” წერს, რომ სალივანის ვაშინგტონში გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება ამერიკულმა მხარემ ორშაბათს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პარტუშევისა და აშშ-ს პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის ჯეიკ სალივანის სატელეფონო დიალოგის შემდეგ მიიღეს. მანამდე სალივანი უარს აცხადებდა კონსულტაციაზე წასვლაზე, რასაც კრემლი სთხოვდა მას. იმას, რომ სალივანს არ უნდოდა ვაშინგტონში დაბრუნება, ამერიკული Axios-იც ადასტურებს.

ბოლო პერიოდებში რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 13 აპრილს ბაიდენმა და პუტინმა სატელეფონო დიალოგი გამართეს, რომლის დროსაც ბაიდენმა პუტინს მოუწოდა უკრაინის საზღვარზე დაძაბულობა დაეწია. 15 აპრილს აშშ-მ რუსეთის საელჩოს რამდენიმე დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან, რასაც რუსეთის პასუხი მოყვა.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას გუნდის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს