შარლ მიშელი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 15:00 საათზე ჩამოფრინდება.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შარლ მიშელი თავდაპირველად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება და მათ შორის პირისპირ საუბარი გაიმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღესვე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ამასთან, შარლ მიშელი პარლამენტში შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

დღის ბოლოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიანა ფოტიგა – გუშინდელი მრავალპარტიული შეთანხმება არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისკენ გადადგმული ნათელი ნაბიჯი
შემდეგი სტატიააშშ-ს ელჩი რუსეთში ვაშინგტონში კონსულტაციისთვის მიფრინავს