აშშ-ს ავიადარტყმებს სირიაში 85 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

111 სამშაბათს, 19 ივლისს, აშშ-ს მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს სირიაში, მინიმუმ 85 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. აშშ-ს ოფიციალური განცხდებით, დაბომბვა შეცდომით მოხდა. მათ ეგონათ, რომ აღნიშნულ რაიონში “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები იმყოფებოდნენ -იუწყება Morning News USA.
The Telegraph-ის ინფორმაციით, შემთხვევა ჩრდილოეთ სირიაში, სოფელ ტოხარში, მანჯიბის პროვინციაში მოხდა. ფოტოებზე, რომელიც თავდასხმის შემდეგ გავრცელდა, ათობით გარდაცვლილი ბავშვი ჩანს, მათ შორის სამი წლის. ავიადარტყმები თურქეთში, ინჯირლიკის ავიაბაზაზე განთავსებული აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ განხორციელდა და თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდლობის შემდეგ პირველი გასვლა იყო.
სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრმა, რომელიც ლონდონშია განთავსებული, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მანჯიბის საჰაერო თავდასხმას 29 ბავშვი, 16 ქალი და 8 პატიმარი ემსხვერპლა.

ევროპელი სამართალდამცავების მონაცემებით, მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით, სირიაში 137 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული საჰაერო თავდასხმებისას.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ეჭვი მეპარება სიმართლეში”- კახა კალაძე გიორგი პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე: მზად ვართ სექტემბერში ექსპორტის წახალისების სააგენტო ავამუშავოთ