აშშ რუსეთს და ჩინეთს აფრიკაში მათი ინტერესების საფრთხეს უწოდებს

აშშ აფრიკის ქვეყნებთან მიმართებაში საკუთარი პოლიტიკის გადახედვას აპირებს. ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა რუსეთს და ჩინეთს აფრიკის კონტინენტზე შეერთებული შტატების ინტერესების საფრთხე უწოდა. The Wall Street Journal-ი წერს, რომ ბოლტონმა მოსკოვს და პეკინს ბრალი დასდო “მოქმედებებში, რომელიც აფრიკაში მოქმედ ავტორიტარულ პოლიტიკოსებს ძალაუფლებას უნარჩუნებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის საფრთხეს წარმოადგენს”. გარდა ამისა, ბოლტონის თქმით, კონტინენტზე მოქმედი რუსული კომპანიები კორუფციულ გარიგებებს აწარმოებენ. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთი აფრიკის ქვეყნებს იარაღით და ენერგომატარებლებით ამარაგებს, რომ გაეროში კენჭისყრებზე მათი ხმები იყიდოს. აშშ-მ აფრიკაში, შესაძლებელია, სამშვიდობო მისიები შეწყვიტოს.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა სირიის საზღვარზე სამხედროები გადასხა
შემდეგი სტატიამექსიკაში ქალწულ მარია გვადალუპელის დღე აღნიშნეს (ფოტო)