თურქეთმა სირიის საზღვარზე სამხედროები გადასხა

თურქი სამხედროები სირიასთან საზღვარზე, კილისის პროვინციაში არიან მობილიზებული – რუსული მედია ავრცელებს. სამხედრობის გადასხმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას მოყვა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა. უახლოეს დღეებში ანკარა ქურთული შენაერთების წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს ჩრდილოეთ სირიაში. “თურქეთი ევფრატის აღმოსავლეთიდან დაიწყებს შეტევას, რომ იქაური მოსახლეობა სეპარატისტული ქურთული ორგანიზაცია YPG-სგან დაიცვას” – თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში 12 დეკემბერს სიტყვით გამოსვლისას თქვა.

ევფრატის აღმოსავლეთით ოპერაციის დაწყება ნიშნავს იმას, რომ თურქეთი მოქმედებას იწყებს აშშ-ს გავლენის ზონაში, რაც ანკარასა და ვაშინგტონს შორის კონფლიქტს გააღრმავებს – გერმანული dpa წერს. თურქული დაჯგუფება YPG აშშ-ს მნიშვნელოვანი მოკავშირეა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში.
YPG ახლოს არის თურქეთში მოქმედ ქურთულ მუშათა პარტიასთან, რომელსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს. თუმცა, აშშ-სა და ევროკავშირს ტერორისტების სიაში მხოლოდ ქურთების მუშათა პარტია ყავთ შეყვანილი – “დოიჩე ველე” წერს.

ერდოღანი აშშ-ს ტერორისტების მფარველობაში სდებს ბრალს.

banner
წინა სტატიაშიიესო ქრისტეს კათოლიკე „ცოლები“ და „ნაკურთხი ქალწულები“
შემდეგი სტატიააშშ რუსეთს და ჩინეთს აფრიკაში მათი ინტერესების საფრთხეს უწოდებს