აშშ რუსეთის მოულოდნელი სამხედრო სწავლებებით შეშფოთებულია

აშშ შეშფოთებულია გუშინ რუსეთის მიერ მულოდნელად გამოცხადებული სამხდრო წვრთნების გამო – პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიშელ ბალდანსმა განაცხადა.
“ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ აღმოსავლეთ უკრაიანში გაზრდილი ძალადობის და რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინასთან ახლოს ყოფნის გამო, რადგანაც რუსეთი დონბასის კონფლიქტშია ჩართული” – განაცხადა ბალდანსმა და დაამატა, რომ აშშ შექმნილ ვითარებას თვალყურს ადევნებს.
ბალდანსმა რუსეთს ბრალი დასდო იმაში, რომ ადრე მან სწავლებები უკრაინაში შეიარაღებული შეჭრისთვის გამოიყენა და დაამატა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს არა ერთხელ მოუწოდა რეგიონში დაძაბულობის განსამუხტავად ზომები მიიღოს.

რუსეთში, სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალურ სამხედრო მხარეებში, ჩრდილოეთ ფლოტში, სამხედრო-კოსმოსური ძალებში და საჰაერო-სადაზვერვო ნაწილებში გუშინ, 25 აგვისტოს, მოულოდნელად საომარი მზაობის შემოწმება გამოცხადდა – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პირველი ჯერზე არმიის საომარი მზაობის მომზადების დონე შემოწმდება, შემდეგ კი დაგეგმილია “გაერთიანებების და საომარი ნაწილების პოლიგონებზე და სასწავლო რაიონებში გაყვანა”.
როგორც შოიგუმ თქვა, შემოწმება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით მიმდინარეობს “რუსეთის ფედერაციის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე”.
საომარი მზაობის შემოწმება 25 აგვისტოდან 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერს საკრებულოში 4 საათზე ელოდებიან
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “24 ხეს დასდეენ პარტიზანი მებაღეები კი არა მარგინალების ხროვაა”- ინციდეტი საკრებულოსთან