აშშ პუტინს ტრამპის გამარჯვების მიზნით ჰაკერების განკარგვაში სდებს ბრალს

Президент России Владимир Путин (в центре) изучает изображение госсекретаря США Хиллари Клинтон на экране в университете во Владивостоке 10 сентября 2012 года. Американские официальные лица обвинили Путина в руководстве хакерской атакой спецслужб во время президентских выборов в США ради дискредитации американской демократии и фальсификаций в пользу кандидата от республиканцев Дональда Трампа. REUTERS/Ria Novosti/Michael Klimentyev/Pool

ამერიკის ოფიციალურმა პირებმა რუსეთის პერზიდენტს ვლადიმირ პუტინს ბრალი დასდეს ჰაკერული შეტევის ხელმძღვანელობაში აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების მიზნით. პუტინი უარს ამბობს, რომ რუსეთი დგას იმ ჰაკერულ შეტევების უკან, რამაც აშშ-ს არჩევნებზე გავლენა იქონია.

ამერიკული სპეცსამსახურების დასკვნამ, რომ რუსულმა ჰაკერულმა შეტევებმა გავლენა იქონიეს ხალხზე, ინსტიტუტებზე, მათ შორის დემოკრატიული პარტიის პოლიტიკოსებზე, დონალდ ტრამპის რისხვა გამოიწვია, რომელიც თვლის, რომ პატიოსნად მოიგო არჩევნები.
თავის მხრივ, თეთრი სახლის მაღალჩნოსანმა თავი შეიკავა პუტინის დადანაშაულებაზე, მაგრამ თქვა, რომ მან, სავარაუდოდ, იცოდა კიბერშეტევებზე.
“არა მგონია, მსგავსი დონის ამბები რუსეთის მთავრობაში პრეზიდენტის გარეშე ხდებოდეს” – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგლემ ბენ როდსმა. “როცა ვამბობთ მსგავსი მასშტაბის კიბერშეტევაზე, საუბარია მაღალ ხელმძღვანელ პირებზე” – თქვა მან.
იმავე აზრზეა სამი ამერიკელი ჩინოვნიკი, რომლებმაც “როიტერსს” განუცხადეს, რომ ჰაკერული შეტევები თავდაპირველად უფრო ფართო მიზნებისთვის დაიგეგმა. “ყველაფერი იმის საჩვენებლად დაიწყო, რომ ამერიკული დემოკრატია პუტინურ დემოკრატიაზე სანდო არ არის” – თქვა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რადიო National Public Radio-სთან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ რუსეთთან დაკავშირებით აღნიშნული კიბერშეტევის გამო საპასუხო ზომებს მიიღებს. მისი თქმით, ზომები განხორციელდება იმ დროს და იმ ადგილზე, რომელსაც თეთრი სახლი დაადგენს. მან ასევე დაამატა, რომ პუტინს ამის შესახებ თავად განუცხადა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში 12 წლის მოზარდს საშობაო ბაზრობაზე აფეთქების მოწყობა უნდოდა
შემდეგი სტატიარუსეთმა და იაპონიამ კურილის კუნძულებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს