გერმანიაში 12 წლის მოზარდს საშობაო ბაზრობაზე აფეთქების მოწყობა უნდოდა

ქალაქ ლუდვიგსჰაფენში 12 წლის მოზარდს თვითნაკეთი ბომბის აფეთქება უნდოდა საშობაო ბაზრობაზე – ჟურნალი “ფოკუსი” უშიშროების სამსახურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტერაქტის ჩატარება მოზარდს, სავარაუდოდ, “ისლამური სახელმწიფოს” ჯერჯერობით უცნობმა წევრმა დაავალა – ჟურნალი წერს.
12 წლის ახალგაზრდამ ასაფეთქებელი მოწყობილობის მწყობრში მოყვანა სცადა, თუმცა, დეტონატორმა არ იმუშავა. ერთ-ერთი გერმანული არხის ცნობით, ბიჭს 5 დეკემბერს აფეთქების კიდევ ერთი მოწყობის მცდელობა ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მოწყობილობამ ვერ იმუშავა, მან ბომბიანი ზურგჩანთა ბუჩქებში მიაგდო, რომელიც გამვლელმა იპოვა და პოლიციას აცნობა.
საქმეს გერმანიის ფედერალური პროკურატურა იძიებს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა მომავალ წელს საქართველოს ეწვევა
შემდეგი სტატიააშშ პუტინს ტრამპის გამარჯვების მიზნით ჰაკერების განკარგვაში სდებს ბრალს